ძუძუს კიბოს სკრინინგით ქობულეთიდან 36-მა ქალმა ისარგებლა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა. სკრინინგის მიზანია ჯანმრთელი, ასიმპტომური პოპულაციის გამოკვლევა და ცვლილებების ადრეული აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდე.
კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო. სახელმწიფო პროგრამით ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 36-მა ქალმა ისარგებლა.
საქართველოში მოქმედებს „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ინტერვენციები მიზნობრივ პოპულაციებში. სკრინინგის პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში.