ამბები
9 ნოემბრიდან 11 ნოემბრამდე ბუნებრივი აირი გაითიშება
9 ნოემბრიდან 11 ნოემბრამდე ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ,,სოკარ გაზი“ ავრცელებს. მიზეზი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ“ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია.
ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 11 ნოემბერს, 13:00 სააათიდან.
,,სოკარ გაზი“ აფრთხილებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და აირის ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.
სულ ნანახია
162
დღეს ნანახია
2