10 გატაცებული მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი მეკობრეების სამიზნე გახდა. გემიდან, რომელიც ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცურავდა, მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთა შორისაც 9 საქართველოს მოქალაქეა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ გემზე კიდევ იმყოფებოდა 4 ქართველი, რომლებიც ამჟამად უსაფრთხოდ არიან. სააგენტოს განმარტებით, მათ გემთფლობელთან მუდმივი კავშირი აქვთ, რომელიც საკმაოდ კარგი რეპუტაციის და შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. სააგენტოსვე ცნობით, უკვე საქმის კურსში ჩააყენეს მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურების ოჯახები, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივი ძალისხმევით, ცდილობენ გემთფლობელ კომპანიასთან მოლაპარაკებებს, რათა დროულად მოხდეს გატაცებული მეზღვაურების უსაფრთხოდ დაბრუნება. შეგახსენებთ, მეკობრეებმა მეზღვაურები გემიდან 30 აპრილს გაიტაცეს.