,,ინფორმირებული ამომრჩეველი”
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
შუახევის, ხულოს და ქედის ამომრჩევლებთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ინიციატივით, საგრანტო პროექტის – ,,ინფორმირებული ამომრჩევლის~ სრული კურსის ფარგლებში, სემინარები გამართეს საქართველოს გამომგონებელთა, ნოვატორთა და მკურნალთა ასოციაცია ,,ლაზაროსის~ თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიგლა გობეჩიამ, ამავე ასოციაციის წევრმა მაია თუნგიამ.
სემინარის მონაწილეთა შორის იყვნენ სამივე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის შუახევის, ხულოს, ქედის ბიუროების წარმომადგენლები, საარჩევნო ბატალიებში ჩართული პირები.
პროფესორმა გიგლა გობეჩიამ და მაია თუნგიამ ისაუბრეს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის~ შესახებ, სემინარის მონაწილეებს გააცნეს ევროპისა და ამერიკის წამყვან, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული საარჩევნო სისტემები.
დიალოგის რეჟიმში მიმდინარე სემინარები ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებსაც შეეხო.
– სემინარი ფრიად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა, – გვითხრა დაბა შუახევის მკვიდრმა ციური აბაშიძემ. ,,ლაზაროსის~ წარმომადგენლებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალურია. უდიტორიასთან სიახლოვით, თითოეული ჩვენგანის ჩართულობით სემინარს მეტი ეფექტი შესძინეს.
,,ლაზაროსის~ წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი~, სამახსოვრო ბუკლეტები გადასცეს.
– წლების განმავლობაში ჟურნალისტური საქმიანობით ვიყავი დაკავებული, – გვითხრა გიგლა გობეჩიამ, აჭარაში მრავალი ნაცნობი მყავს. აქაურ გამრჯე და შრომისმოყვარე ადამიანებზე ნარკვევები, პუბლიცისტური და სხვა სახის წერილები მაქვს მომზადებული, მაგრამ აჭარის მთიანეთში სტუმრობა აქამდე ვერ შევძელი. ოქტომბერი მართლაც, შესანიშნავი დრო აღმოჩნდა, რომ ხულოს, შუახევისა და ქედის სოფლებში გავსულიყავი, ადამინების შრომა, ოჯახური ურთიერთობები მენახა. ყველგან ოჯახში გეპატიჟებიან, სუფრას გიშლიან, შემოდგომის ნობათს გთავაზობენ, რაც სტუმარსაც ამაღლებს და მასპინძელსაც. მალე ჩაივლის 2020 წლის ციებ-ცხელება. მეუღლე მაია თუნგიასთან ერთად რამდენიმე დღით ჩამოსვლა დავგეგმე. აჭარის მთიანეთის სოფლებში გამომგონებლები, მკურნალები მრავლად არიან. მათ შესახებაც მონაცემებს შევაგროვებთ.