200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განცხადებების მიღება დღეს დასრულდა
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპანიებს განაცხადების წარდგენა დისტანციურად, სერვისცენტრებში მიუსვლელად შეუძლიათ ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში.
– განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული.