ამბები
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.
დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა კლინიკაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აიცრნენ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე თანამშრომლებთან ერთად მეორე დოზით აიცრა.
ამ დროისთვის დეპარტამენტის თანამშრომლების 70 პროცენტი პირველი და მეორე დოზებით არიან ვაქცინირებულნი.
სულ ნანახია
344
დღეს ნანახია
2