რესტორანი „ფშაური“ „რეტროდან“ წამოსულ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს
მარიამ ხითარიშვილი 27 4893 –
ბათუმში მდებარე რესტორანი „ფშაური“ „რეტროში“ მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და დამსაქმებლის ძალადობის გამო პროტესტის ნიშნად წამოსულ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს.
რესტორანი სოციალურ გვერდზე წერს, რომ თანამშრომლების მიმართ მსგავს მოპყრობას გმობს.
„რესტორანი „ფშაური“ გმობს ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებულ არასათანადო და ძალადობრივ მოპყრობას თანამშრომლების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება და ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ბათუმში ახლახან მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი სოლიდარობას უცხადებს რესტორან „რეტროდან“ პროტესტის ნიშნად წამოსულ თანამშრომლებს და სთავაზობს დასაქმებას, სამწუხაროდ, შეზღუდული ოდენობით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ”, – წერია განცხადებაში.
რესტორანი „რეტრო“, რომლის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანზე იძალადა, 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. დღეს, დილიდან რესტორანი აღარ გაიხსნა.