„ევრონიუსზე“ ბათუმზე მომზადებულ რეპორტაჟს აჩვენებენ
ნანა ასბულაძე 577 20 35 90 –
„ევრონიუსი“ სამოგზაურო გადაცემისთვის ბათუმის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს, რომელიც გავლენიანი ტელევიზიის ეთერში სექტემბერში გავა. სიუჟეტში საუბარი იქნება ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე, ქართულ გასტრონომიაზე, ფოლკლორსა და ღვინის დაყენების 8 000 წლოვან ტრადიციაზე. აღნიშნული გადაცემის გადამღებმა ჯგუფმა აჭარის საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღო.
რეგიონის მეტი შეგრძნებისთვის, ჟურნალისტები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტსაც ესტუმრნენ, სადაც იქაურ ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს გაეცნენ. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული აქტივობები, რომელშიც უცხოელი ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოები არიან ჩართული, რეგიონის პოპულარიზაციას ემსახურება. მათივე ინფორმაციით, 2022 წელს, ბათუმი 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა. აღსანიშნნავია ისიც, რომ წელს „ევრონიუსის“ ეთერში ბათუმზე გადაღებულ საიმიჯო ვიდეორგოლს ორი თვის განმავლობაში მილიონობიოთ ადამიანი ადევნებდა თვალს.