ცაზე ,,ლურჯი სუპერმთვარე“ გამოჩნდება
დღეს ცაზე სავსე, განსაკუთრებულად კაშკაშა და უცხო შეფერილობის მთვარე გამოჩნდება. ასეთ მოვლენას მეცნიერები სუპერმთვარეს უწოდებენ და წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება ვნახოთ, მაგრამ წლევანდელი 30 აგვისტოს მოვლენას „ლურჯი სუპერმთვარე“ ჰქვია და ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ გვექნება.
ამ ღამით სუპერმთვარე დედამიწიდან დაახლოებით 357 000 კილომეტრით იქნება დაშორებული და წლის ყველაზე დიდი მთვარედ მოგვევლინება.
ზოგადად, მთვარე სუპერმთვარე მაშინ ხდება, როცა ის ორბიტაზე დედამიწასთან უახლოეს წერტილში მიდის, რასაც პერიგეას უწოდებენ. როგორც წესი, ამ დროს მთვარე ცაზე დაახლოებით შვიდი პროცენტით უფრო დიდი ჩანს, ვიდრე ჩვეულებრივ.
2023 წლის ოთხი სუპერმთვარეობიდან ორი აგვისტოშია. ერთი უკვე ვიხილეთ პირველ აგვისტოს, ხოლო ასეთი „ლურჯი სუპერმთვარე“ ბოლოს 2018 წელს გამოჩნდა და ის ჩვეულებრივზე წითელი იყო.