ამბები
დედ-მამით ობოლ ბავშვებს და მრავალშვილიან ოჯახებს ვაუჩერები გადაეცათ
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დედ-მამით ობოლ 24 ბავშვს 200 ლარიანი ვაუჩერები, ხოლო 70 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე 27 მრავალშვილიან ოჯახს, რომლებსაც 5 და მეტი შვილი ჰყავთ, 400 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. -ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ვაუჩერებით სარგებლობა შესაძლებელია მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ სასკოლო და საკანცელარიო ნივთების შესაძენად.
ღონისძიება ბათუმის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით განხორციელდა.
ვაუჩერები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომლებიც სარგებლობენ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პროგრამებით.
სულ ნანახია
123
დღეს ნანახია
1