ამბები
სასწავლო წლის დაწყება დაბა ხულოს საჯარო და სოფელ განახლების სკოლების მოსწავლეებს მიულოცეს პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ.
სამივე მუნიციპალიტეტში ყველა პირველკლასელს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა.
მუნიციპალიტეტებში სასწავლო წელი ორგანიზებულად დაიწყო
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –ქედის , შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ახალი 2023-2024 სასწავლო წელი, ტრადიციისამებრ, ორგანიზებულად დაიწყო. ყველა საგანმანათლებლო კერაში სწავლა განახლდა. ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში 1985 მოსწავლე გამოცხადდა, რომელთაგან 147 პირველკლასელია, ხოლო დამამთავრებელ კლასებში 161 მოსწავლე შეუდგა სწავლას. დაბა ქედისა და მერისის საჯარო სკოლებში მივიდნენ და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მილოცეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი, წარმომადგენლობითი ორგანოებისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელებმა. შუახევის საჯარო სკოლების შარშანდელი კურსდამთავრებულების 82 პროცენტი სტუდენტი გახდა. მათგან 3-მა 100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა. წელს შუახევის 43 სკოლაში 1374 მოსწავლე მივიდა, მათგან 114 პირველკლასელია. მათ აღზრდას 724 პედაგოგი მოემსახურება. შეკეთებულ შენობებში დაიწყეს სასწავლო წელი გოგინაურში, ჭვანაში, ბარათაულში. ორგანიზებულად დაიწყეს სასწავლო წელი ფურტიოს, ნიგაზეულის, დაბა შუახევის, დღვანის, შუბნის სკოლებში.
მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს ხიჭაურისა და ახალდაბის საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა ჭანტურიშვილმა, სკოლის დირექტორმა ზემინარ ქათამაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მირიან აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი დავითაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებმა ფატი ჭაღალიძემ, მალხაზ ტაკიძემ, მერის მოადგილე გურამ ზოიძემ.
144 პირველკლასელია წელს ხულოს მუნიციპალიტეტის 52 სკოლაში. საერთო ჯამში კი მოსწავლეთა რაოდენობა 2500-ს აღწევს.
მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს ხიჭაურისა და ახალდაბის საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა ჭანტურიშვილმა, სკოლის დირექტორმა ზემინარ ქათამაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მირიან აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი დავითაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებმა ფატი ჭაღალიძემ, მალხაზ ტაკიძემ, მერის მოადგილე გურამ ზოიძემ.
144 პირველკლასელია წელს ხულოს მუნიციპალიტეტის 52 სკოლაში. საერთო ჯამში კი მოსწავლეთა რაოდენობა 2500-ს აღწევს.
სასწავლო წლის დაწყება დაბა ხულოს საჯარო და სოფელ განახლების სკოლების მოსწავლეებს მიულოცეს პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ.
სამივე მუნიციპალიტეტში ყველა პირველკლასელს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა.
სულ ნანახია
212
დღეს ნანახია
1