ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტი
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრმა კიდევ ერთ ლამაზ საღამოს უმასპინძლა, საერთაშორისო ფონდის ლაურეატები მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ. კონცერტზე ფრანგი მუსიკოსისა და კომპოზიტორის მიშელ სონის მიერ შერჩეული ოთხი ახალგაზრდა ნიჭიერი ბათუმელი პიანისტი გამოვიდა – mariam gorgaZe, giorgi abaSiZe, dimitri xaxutaiSvili, baCi miqelaZe.
ღინისძიებას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დაესწრო.
– აქ პირველად არ გამოვდივარ და ყოველთვის დიდი შთაბეჭდილებით მივდივარ. ჩემთვის მაესტრო მიშელ სონისთან ჩატარებული ყოველი მასტერკლასი მნიშვნელოვანია, ისევე როგორც პატარა პიანისტებისთვის. მიხარია, რომ ამ ფესტივალში ისევ მივიღე მონაწილეობა, – გვითხრა პიანისტმა ანაჰიტ სტელმაშოვამ.
– ბათუმის ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდა ტალანტების ხელშეწყობაა და წელსაც ახალი ტალანტები აღმოვაჩინეთ. ვფიქრობ, ბათუმის ფესტივალი მათ სახელოვნებო ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
– ყველა ახალ კონცერტს ისე აღვიქვამ, თითქოს მათ პირველად მოვუსმინე, ვიმედოვნებ, რომ „მიმავლის ვარსკვლავები“ მაქსიმუმს მიაღწევენ, – გვითხრა მიშელ სონიმ.