ამბები
დღეს ბათუმის ,,დინამო“ გორის ,,დილას“ დაუპირისპირდება
დღეს ,,კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ბათუმის ,,დინამო“ გორის ,,დილას“ უმასპინძლებს.
შეხვედრა ბათუმში ,,აჭარაბეთ არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მიმდინარე სეზონში ეს ორი კლუბი ერთმანეთს სამჯერ შეხვდა და აქედან ერთი მატჩი ,,დინამომ“ მოიგო, ერთი – გორის ,,დილამ“ და ერთიც ფრედ დასრულდა.
ამ დროისთვის ბათუმის ,,დინამო“ ცხრილში 66 ქულით ლიდერობს, ხოლო გორელებს კი 44 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე იმყოფებიან.
სულ ნანახია
122
დღეს ნანახია
2