ამბები
საქართველოში, დამატებით, მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის 150 სადგურის მოწყობა იგეგმება
ერთ წელიწადში, კიდევ, დამატებით მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის 150 სადგურის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
`დღეს მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის 170 სადგური უკვე მოქმედებს. ერთ წელიწადში კიდევ დამატებით 150 სადგური გვექნება. ჩვენ მომავალი წლისთვის გვაქვს გეგმები, სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებით კონკრეტული ღონისძიებები გავატაროთ, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს პროცესებს, რათა შევაფასოთ ყველა რისკის ზონა. 22-ზე მეტი მყინვარი გვაქვს, სადაც ეს პროცესებია შესაფასებელი. ამაში იქნებიან ჩართულები უმაღლესი დონის სპეციალისტები შვეიცარიიდან, გერმანიიდან~, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სულ ნანახია
165
დღეს ნანახია
2