სკრინინგის სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში
ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძის ინიციტივითა და ხელშეწყობით, ბათუმის ორ კლინიკაში ორმოცამდე ქალბატონმა „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ პროგრამით ისარგებლა. მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგის სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში.
სკრინინგის მიზანია ძუძუს კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება და დაავადების ადრეული აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდე, რაც დაავადების განვითარებისა და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას უზრუნველყოფს.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების არაერთი კამპანია ჩაატარდა, რომლის მიზანს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენა, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.