ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში სლოვაკეთის ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩ მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილმა მატუშ ბუშოვსკის ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა საქმიანობაში.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის დინამიკა, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-სლოვაკურ ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამ მხრივ საქართველოს მოლოდინებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
„ელჩმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზად არის, გაუწიოს დახმარება საქართველოს ყველა საჭირო მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სულ ნანახია
188
დღეს ნანახია
3