ერთობლივი სამედიცინო აქცია – სხალთაში
ცოტნე ცაბაძე 27 48 94 –
ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირისა“ და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის კლინიკის ექიმებმა პროექტის „ჯანსაღი სოფელი“ ფარგლებში, საქველმოქმედო აქცია გამართეს. აქციას უროლოგი, ცნობილი ქირურგი მერაბ კვიცარიძე ხელმძღვანელობდა. მან, ნევროპათოლოგმა გოჩა ტოფაძემ, რადიოლოგმა ოლგა კულჩინამ, ოჯახის ექიმმა სოფიკო კომახიძემ, პედიატრმა თამუნა მიქიაშვილმა, კარდიოლოგმა ვახტანგ კვერნაძემ, ოფთალმოლოგმა მაგდა იაშვილმა, ექიმმა ლაბორანტმა მარინა კახიძემ, მედდა მანანა ონიანმა 70-ზე მეტ პაციენტს კვლევები ჩაუტარეს.
– აქცია, რომელიც კვალიფიციურ ექიმთა ხელშეწყობით განხორციელდა, დროული და საჭირო იყო. მადლობა მონაწილეებს ჩვენი ხეობის ადამიანებისთვის გაწეული სამსახურისთვის, – გვითხრა იზოლდა სურმანიძემ.