პროექტის პარამეტრებზე იმსჯელეს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
შუახევის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც ედნარ კეჟერაძე უძღვებოდა.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარუდგინა.
ითქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 21 მილიონ ლარს აღემატება, პირველ რიგში, იგი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე.
მოსაზრებები გამოთქვეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, საკრებულოს წევრებმა ედუარდ გოგრაჭაძემ, სოსლან ზოიძემ, თედო თავდგირიძემ, მელანო ებრალიძემ, ვახტანგ ფუტკარაძემ.
– საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების სხდომაზე განვიხილავთ, შემდეგ კი რეკომენდაციებით, წინადადებებითა და შენიშვნებით მერიას დავუბრუნებთ, რომელიც ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს, – გვითხრა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ედნარ კეჟერაძემ.