თორნიკე რიჟვაძე საქართველოში „იუსაიდის“ მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში „იუსაიდის“ მისიის ხელმძღვანელ ჯონ პენელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს „იუსაიდის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტები, აგრეთვე, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
„თორნიკე რიჟვაძემ მისიის ხელმძღვანელს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. ყურადღება გამახვილდა პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის ცალკეული სექტორების განვითარებას, კერძოდ, როგორიცაა ტურიზმი, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები. შეხვედრას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.