„დინამო ბათუმი“ ჩემპიონობას მეორედ ზეიმობს
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
„დინამო ბათუმს“ წელს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. როგორც დინამოელების, ისე მათი გულშემატკივრების დიდი სურვილი იყო, გუნდს ეს სეზონი ჩემპიონის ტიტულით დაესრულებინა.
გაგვახარეს ფეხბურთელებმა – „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის გამარჯვებული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა.
ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე „თელავი“ ადვილად დაამარცხეს. პირველ ტაიმში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა ანგარიში, შემდეგგიორგი ზარიამ ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი, თამაშის დასასრულს კი ცოტნე ფაცაციამ, ნახევარმცველმა, მოედნის საკუთარი ნახევრიდან, დაახლოებით 60-70 მეტრიდან გაიტანა გოლი. ბათუმმა 73 ქულა დააგროვა და ბოლო ორ ტურში მიუწვდომელი გახდა.
თუმცა „დინამო ბათუმის“ ჩემპიონობა იმ დღეს არ გაფორმდებოდა, რომ თბილისის „დინამოს“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ თამაში ფრედ არ დაესრულებინა.
თბილისელები 65 ქულით მე-2 ადგილზე არიან და სეზონს ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულებენ, ხოლო „ტორპედო“ 56 ქულით მესამე ადგილზეა და კონფერნესლიგაზე მოსახვედრად იბრძვის.
ბათუმელები 2 დეკემბერს, ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე „ტორპედოს“ უმასპინძლებენ და ჩემპიონობასაც საზეიმოდ მაშინ აღნიშნავენ.
ვულოცავთ ჩენს გუნდს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!