ამბები
„ბენზინზე ფასისი ზრდის საფუძველი არ არსებობს“
ნანა აბულაძე 577 20 35 90
საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ბენზინის ფასი გაიზარდოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოეხმაურა. მათი განცხადებით, აღნიშნული მოსაზრება დეზინფორმაციაა, ვინაიდან ბენზინზე ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს. მათივე განმარტებით, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ.
„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის ზრდასთან დაკავშირებით არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას. საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სულ ნანახია
150
დღეს ნანახია
1