ამბები
მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანეს
17 დეკემბერს მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც იმყოფებოდა 8 ადამიანი.
მეხანძრე-მაშველებმა ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზებით ავტომობილები თოვლის საფარიდან გამოათავისუფლეს და მოქალაქეები უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სულ ნანახია
186
დღეს ნანახია
2