საქართველოს პარლამენტის კომიტეტის გასვლითი სხდომა უმაღლეს საბჭოში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლით, შემაჯამებელ სხდომას უმასპინძლა. სხდომაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, პარიზის შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში წარადგინა. ასევე, სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს:
-ყველა ახალი სტანდარტი და რეგულაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გარემოს დაცვის მიმართულებით და არამხოლოდ, იქნება ეს ენერგო ეფექტური მიმართულება, ზოგადა,დ ენერგეტიკის სექტორი, ნარჩენების მართვა, ტყის მდგრადი მართვა, ყველა მიზნად ისახავს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის და კლიმატის ცვლილების კუთხით ვალდებულებების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მდგომარეობით, ამ კუთხით, პროგრესი ნამდვილად თვალსაჩინოა, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სხდომას უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე დაესწრო, საპატიო სტუმრის სრტატუსით კი აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს კავკასიის ეკონომიკური მმართველობის ოფისის ხელმძღვანელი მიშელ კოსელსკი ესწრებოდა.