ამბები
რეზო ჯაბნიძე საპატიო სიგელით დააჯილდოვეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ 70 წლის იუბილე მიულოცა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი რეზო ჯაბნიძე აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისა და ახალგაზრდა კადრების მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
რეზო ჯაბნიძეს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობაში, აქვს არაერთი ჯილდო და წოდება მიღებული, არის 241 სამეცნიერო ნაშრომის, სამი სახელმძღვანელოს, ოთხი წიგნის და 15 მეთოდური ლიტერატურის ავტორი.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, აგრარული დეპარტამენტის უფროსი და აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სულ ნანახია
432
დღეს ნანახია
1