სხდომაზე 18 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილეს
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის კომისიის სხდომაზე, 18 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სხდომას მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე უძღვებოდა.
`კომისიამ პროგრამაში ჩართვის მიზნით, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების შუამდგომლობები განიხილა. მათგან 5 ოჯახის საკითხი მასალების დაზუსტების მიზნით, დაუბრუნდა მერიებს, რომლის შემდგომაც შესაძლებელი იქნება თავიდან აღიძრას შუამდგომლობა“, – აღნიშნა ედუარდ ნაკაშიძემ.
სხდომაზე ასევე განიხილეს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ბენეფიციარების – 21 ოჯახის მიერ შესასყიდად შერჩეული საცხოვრებელი სახლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის საკითხი.
სამინისტროს `ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის~ 2024 წლის პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი უკვე 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. წელს სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 50 000 ლარამდე გაზარდა. წლის ბოლომდე პროგრამით 100 ოჯახი ისარგებლებს. პროგრამის სრული ბიუჯეტი 5 მილიონ ლარზე მეტია.