ამბები
ყველაფერი კეთდება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
გუშინ, ნაშუადღევს მეწყერი ჩამოწვა სხალთის ხეობის სოფელ ფაჩხის ტერიტორიაზე. კურცხალის მთას ათასობით კუბური მეტრი მიწის მასა მოწყდა და მდინარე ფაჩხისწყლის კალაპოტში გაიჭედა.
მიწის მასამ საფრთხე შეუქმნა სხალთის ყოფილი საუბნო საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს.
სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა. საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახები საიმედო ტერიტორიაზე გახიზნეს. საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია ხიხაძირისა და ხეობის სხვა სოფლების მიმართულებით. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები. ყველაფერი კეთდება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
სულ ნანახია
106
დღეს ნანახია
1