ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ჩამონათვალშია სანიაღვრე არხების, ატრაქციონებისა და ლიფტების მოწყობის, ასევე, ნაპირსამაგრი სამუშაოები. `სანიაღვრე არხების მოწყობა ხორციელდება ანა კალანდაძის ქუჩაზე ვარშანიძის ქუჩის მიმართულებით, წმინდა ნინოს ქუჩასა და გეზ-ის მიმდებარედ.
“ატრაქციონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს გოგოლიშვილის ქ. N1-ში. ლიფტების მოწყობა მიმდინარეობს გიორგი ბრწყინვალის ქ. N45ა-ში, გრიშაშვილის 1-ელ ჩიხში, აღმაშენებლის ქ. N8-სა და N18-ში. ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია ხორციელდება ლერმონტოვის ქ. N106-ში.
დაზიანებული საბაღე სკამების რეაბილიტაცია ხორციელდება ბათუმის ცენტრალურ პარკში. პუშკინის ქ. N35-სა და ჯავახიშვილის ქ. N4ა-ში დაზიანებული წყალსაწრეტი მილებისა და წყალშემკრები ღარების აღდგენა ხორციელდება.
ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის შეკეთება-აღდგენა მიმდინარეობს: ჰ. აბაშიძის, ჟორდანიასა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე. ჭავჭავაძის ქ. N6-ში ატრაქციონის ირგვლივ კაუჩუკის საფარის დაგების სამუშაოები ხორციელდება. სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება: ზუბალაშვილის, ბარათაშვილის, მ. აბაშიძის, 26 მაისის, მელიქიშვილის, მამულაძის, ჰ. აბაშიძის, ს. ხიმშიაშვილის, ბაგრატიონის, ჩოლოყაშვილისა და მარკოზ აჭარელის ქუჩებზე.
იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოები ხორციელდება. სკვერების, პარკების, ტროტუარებისა და ეზოების მოწესრიგება გრძელდება”, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.