ამბები
ბათუმის დრამატული თეატრის დასი – რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი გზა ევროპაშია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით მსახიობების პროტესტს ბათუმის დრამატული თეატრის დასი შეუერთდა. სპექტაკლ „თამაშის“ დასრულების შემდეგ მონაწილენი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ამ სიტყვებით გამოეხმაურნენ:
„რუსეთი ოკუპანტია – ჩვენი გზა ევროპაშია“ .
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა სცენაზე გაიტანეს ტრანსპარანტი წარწერით: „არა რუსულ კანონს“.
სულ ნანახია
35
დღეს ნანახია
1