„კულტურის ხელშეწყობის პროგრამაში” ჩართვის მსურველებისთვის ვადები გახანგრძლივდა
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
„კულტურის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე განცხადებების მიღების დასრულების თარიღად 2020 წლის 1 ივნისი დასახელდა, ხოლო კონკურსის ფარგლებში წარსადგენი პროექტების დაწყებისა – 2020 წლის 15 ივლისი. ვადების გადაწევის გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პანდემიის გამო მიიღო. ასევე, გაითვალისწინეს ბენეფიციართა ინტერესები. უწყების განმარტებით, იმ პირებს, რომლებსაც უკვე შეტანილი აქვთ საკონკურსო განაცხადები, შესაძლებლობა ეძლევათ, 2020 წლის 1 ივნისამდე ახალი საკონკურსო განაცხადი, ან დაზუსტებული განაცხადი შესაბამისი ფორმით წარადგინონ. პროგრამაში ჩართვის მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ, განაცხადები და სხვა საკონკურსო დოკუმენტაცია ელექტრონულად, აღნიშნულ მისამართზე
გაგზავნონ.
კონკურსების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება :
„ახალი ქართული წიგნი“ – საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა;
პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში;
სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა;
„ხელოვნება განათლებისთვის” მცირე გრანტები სახელოვნებო განათლებაში;
ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
„უსაზღვრო შესაძლებლობები “- კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა;
მაღალმთიანი რეგიონებისთვის კულტურული ცხოვრების ხელმისაწვდომობა;
„ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე” – დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა.
გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია გამოავლენს. როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომელებიც პასუხობენ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, ასევე ითვალისწინებენ ინოვაციურ მიდგომებს, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებით ცალკეული პროექტების დისტანციურად განხორცილების შესაძლებლობას.