აჭარაში კორონავირუსის 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 157 პაციენტი, გარდაიცვალა – 4. ბოლო მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 515 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -288, ონლაინკლინიკაში – 1185. კრიტიკულია 16 პაციენტის მდგომარეობა.
22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 024 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩატარდა 29 798 ტესტი. 22 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%. დღეს ქვეყანაში დადასტურებული ინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 708, აჭარაში – 130, იმერეთში – 289, ქვემო ქართლში – 145, შიდა ქართლში – 103, გურიაში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 188, კახეთში – 301, მცხეთა-მთიანეთში – 37, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევის რიცხვია 23 925, საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 007, იმერეთში – 1 028. ამჟამად მძიმე პაციენტია 1 199 პირი, მათ შორის თბილისში – 452, იმერეთში – 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში – 195, იმერეთში 29 პაციენტი.
993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში. 17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 39. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 486 ადამიანი.