19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი თურქეთიდან შემოვიდა
By

აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი თურქეთიდან შემოვიდა

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

აჭარაში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ერთი გამოჯანმრთელებული პირი კი რესპუბლიკური საავადმყოფოდან საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ისევ 7 პაციენტი მკურნალობს. გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, მაგრამ იგივე საკარანტინო სივრციდან ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაგვემატა, რომელიც თურქეთიდან იყო ჩამოსული. გუშინ მას საკონტროლო ტესტირება ჩაუტარდა და ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ეს პაციენტი რსაპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილებს არ გამოთქვამს. გუშინ გაუკეთდა ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც იმფილტრაციული ცვლილებები არ არის. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევებიც. ახალგზარდა, როგორც თვითონ ამბობს, სტუდენტია, იგი თურქეთში სწავლობდა. სხვა ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაძლოა დღის მეორე ნახევარში მეორე გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქალაქ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 902 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკაში მოთავსებულია 1 პირი, მისი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში ახალ კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 31 440 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1974 პირი. საკარანტინე სივრცე დატოვა 11068-მა პირმა.

  • No Comments
  • ივლისი 18, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *