19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს
By

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის მიზნით, აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ბათუმის პოლიკლინიკები კოვიდ-19-ზე უფასო პისიარ ტესტირებას უქმე დღეებში – 5 და 6 სექტემბერსაც ჩაატარებენ. ტესტირება ნებისმიერ მოქალაქეს  შეეძლება 1-ელ და მე-4 პოლიკლინიკებში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და ევექსის ბათუმის ამბულატორიაში 10-დან 17:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, ამავე პოლიკლინიკებში მიიღებენ ექიმის კონსულტაციას. კვლევა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება კარვებში, ბათუმის ბულვარის სამ ლოკაციაზე – კოლონადებთან, ანბანის კოშკთან და აჭარულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში – მერიის შენობის მიმდებარედ. აქ მოქალაქეებს 11:00-დან 23:00 საათამდე მოემსახურებიან.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ისარგებლონ კორონავირუსზე უფასო პისიარ ტესტირებით და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შეთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 4, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *