By
აბონენტებს გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ
გუშინ, 30 დეკემბერს, საღამოს საათებში, ბათუმში ქუჩების ნაწილს, ავარიული დაზიანების გამო, გაზის მიწოდება შეუწყდა.
კომპანია „სოკარის“ განცხადებით, ქალაქში გაზი არ მიეწოდებოდა დაახლოებით 18 000 აბონენტს. მათივე ინფორმაციით, გათიშული იყო ჯავახიშვილის, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების, აეროპორტის, ადლიისა და ანგისის დასახლებების არეალები.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 31 დეკემბერს, დილის 9 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.