19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
აგვისტოში თოვლი ფანტასტიკის სფეროდან აღარაა
By

აგვისტოში თოვლი ფანტასტიკის სფეროდან აღარაა

საშინელი სიცხის შემდეგ უცებ აცივდა იტალიის ქალაქ ტორინოში და მალე, 28 აგვისტოს, ადგილობრივებიც და ტურისტებიც ციდან წამოსულმა თეთრმა ფიფქებმა საგონებელში ჩააგდო. დიახ, აგვისტოში თოვლი ფანტასტიკის სფეროდან აღარაა, სავსებით შესაძლებელი გახდა, პლაჟიდან პირდაპირ საგუნდაოდ გაუტიო. ტორინოს სტუმრები ამ ამბავში დადებითსაც ეძებენ და ხუმრობით ამბობენ: ერთდროულად ორ საკურორტო სეზონს ვატარებთო.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მართლმადიდებელი აღმსარებლობის მიხედვით 28 აგვისტოს მარიამობაა, ზაფხულში თოვლი პატარა სასწაულადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა რას მიგვანიშნებს ამით ზეცა, ძნელი სათქმელია. . . სამაგიეროდ, მეცნიერები ზუსტად და დაბეჯითებით გვიმტკიცებენ, რომ ამგვარო მოვლენები გლობალური დათბობის და პლანეტის ტექნოლოგიური პროცესებით გადატვირთვის შედეგია. არიან ისეთი „ღრმად ჩახედულებიც“, რომლებიც ყველაფერ ამას მასონებს და მათ „ავ“ ჩანაფიქრს უკავშირებენ.

  • No Comments
  • აგვისტო 29, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *