აგრარული დარგის განვითარებისთვის
By

აგრარული დარგის განვითარებისთვის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავასა და აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ ლევან სიხარულიძესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა აგრარული დარგის განვითარებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კვლევებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც უკვე დანერგილ კვლევით მეთოდებს, ისე არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.
ირმა აფხაზავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თევზის დიაგნოსტიკისა და კვლევის მიმართულების განვითარებაზე, ასევე, რეგიონში თაფლის კვლევების გაძლიერების აუცილებლობაზე. ლევან სიხარულიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მზად არის, თაფლის მიმართულებით კვლევების განვითარებაში სრული მხარდაჭერა გაუწიოს აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და ადგილზე გაეცნენ კვლევების მეთოდოლოგიასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.

  • No Comments
  • თებერვალი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *