
აგრარული დარგის მიმართულებით რეგიონის სპეციფიკური საჭიროებები განიხილეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ირმა აფხაზავა და ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აგრარული დარგის მიმართულებით რეგიონის სპეციფიკური საჭიროებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო კომპონენტების გაძლიერებასა და ფერმერებთან კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესებაზე. ლევან უჯმაჯურიძემ მინისტრს ცენტრის ზოგადი საქმიანობა, რეგიონში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო, ისაუბრეს ერთობლივი კვლევების, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების და ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე.