
„ადამიანები – მოქმედებაში“
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე თამარ ნარიმანიძესთან ერთად, ბათუმის სამედიცინო ცენტრ – BMC-ის ექიმებს შეხვდა. მასთან ერთად დაათვალიერa ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების მიერ შექმნილი ნამუშევრები – ფერწერული ტილოები, ხელნაკეთობები, ნაქარგობები, ასევე, კულინარიული გამოფენები. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში წლებია ფუნქციონირებს სოციალური საწარმო – ,,ადამიანები მოქმედებაში”, რომლის მიზანი ბენეფიციარების დასაქმება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა.
ინიციატივის ერთ-ერთი მხარდამჭერი აჭარის ჯანდაცვის სამინისტrოს საქვეუწყებო ორგანიზაცია – აჭარის დასაქმების სააგენტოა, რომელმაც პროგრამის ფარგლებში საკონდიტრო მიმართულებით, 21 სერვისის მიმღები პირის გადამზადება უზრუნველყო.
,,მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯანდაცვის პროგრამების დახმარებით ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერება ამაღლებულია – მოიხსნა სტიგმები, დისკრიმინაციული მიდგომები. მადლობა თითoეულ თქვენგანს, რომ ზრუნავთ ასეთი ნიჭიერი, შემოქმედებითი ადამიანების რესოციალიზაციაზე”- აღნიშნა შეხვედრისას თამარ ნარიმანიძემ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს პროგრამას, რომლის მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა, ასევე, „ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა“. მის ფარგლებში, ოთხ საცხოვრისში 24-საათიანი სერვისი მიეწოდება 96 ბენეფიციარს.
გალერეა

