19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს
By

ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს

ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –

2021 წელს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 11.8 მილიონი ლარით განისაზღვრა. წინა წლების მსგავსად, მნიშვნელოვანი თანხებია მობილიზებული დაბა შუახევის ცენტრის კეთილმოწყობაზე, შიგა სასოფლო გზების შეკეთებასა და წყალმომარაგების ობიექტების გამართულ მუშაობაზე. თითოეული პროგრამა და პროექტი საჯაროდ განიხილეს. რიგი პროექტები მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებსა და დამსწრე საზოგადოებას 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარუდგინა.

ბიუჯეტის ცალკეულ პარამეტრებზე მოსაზრებები გამოთქვეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, დეპუტატებმა მირიან აბაშიძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, ნუგზარ ამაღლობელმა, მურად ქათამაძემ.

– 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზრდილია. იგი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორინტირებული. გათვალისწინებულია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა სახელფასო დანამატის მომატება,- გვითხრა ანზორ ცეცხლაძემ.

  • No Comments
  • იანვარი 4, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *