ადგილობრივი ბიუჯეტი 1,1 მილიონი ლარით გაიზარდა
By

ადგილობრივი ბიუჯეტი 1,1 მილიონი ლარით გაიზარდა

გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. განხილულ პროექტთაგან მნიშვნელოვანი იყო მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. ამ პროექტზე მოხსენება წარმოადგინა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ. ითქვა, რომ წლის დასაწყისში ადგილობრივი ბიუჯეტი 31მილიონ 240 ათასი ლარით განისაზღვრა. პირველ ცვლილებაზე 700 ათასი ლარი დაამატეს. ამჯერად კიდევ 1,1 მილიონი ლარითაა მომატებული და 33, 1 მილიონ ლარს მიაღწია. გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება მოსახლეობის სოციალური და კულტურული მომსახურების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რესტავრაციას, სტიქიის პრევენციას, მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს.
გაზრდილი ბიუჯეტის დროულ და მიზნობრივ განკარგვაზე მოსაზრებანი გამოთქვეს საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, თავმჯდომარის მოადგილეებმა გიორგი კეკელიძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, კომისიის თავმჯდომარეებმა ფატი ჭაღალიძემ, ედნარ კეჟერაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *