19 C ბათუმი
Wednesday 16th July 2025
ადნან ალთაი ალთინორსი: ყოველ ნაბიჯზე ჩვენი ეროვნული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
By

ადნან ალთაი ალთინორსი: ყოველ ნაბიჯზე ჩვენი ეროვნული ღირებულებების ერთგული ვრჩებით

15 ივლისს თურქეთი დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ბათუმში ღონისძიება გამართა, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანისა და ირანის გენერალური კონსულები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ სირაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში ადნან ალთაი ალთინორსმა სტუმრებს თანდგომისთვის მადლობა გადაუხადა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
– დღეს, როდესაც ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ, ყოველ ნაბიჯზე ჩვენი ეროვნული ღირებულებების ერთგულები ვრჩებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლა მხოლოდ იმ ღამეს არ გახლდათ. ყოველდღიურად გამოვლენილი პასუხისმგებლობის გრძნობა, პატიოსნება და სამშობლოს სიყვარული ფასდაუდებელია. ამ გრძნობებითა და ფიქრებით, ღვთის წყალობას ვუსურვებ ჩვენს ყველა მოწამეს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს 2016 წლის 15 ივლისის ვერაგული გადატრიალების მცდელობის ღამეს და ჩვენს ვეტერანებს ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერის რწმენა დემოკრატიისა და მისი ერთიანობის მიმართ სამუდამო იქნება. ყველა თქვენგანს გიდასტურებთ ჩვენს პატივისცემას, – განაცხადა ადნან ალთაი ალთინორსმა.
სტუმრებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ მომზადებული, 2016 წლის 15 ივლისის მოვლენების ამსახველი ვიდეო უჩვენეს.

 

მანანა ტაკიძე

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *