ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
By

ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი – თბილისი – ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით, კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

სამოქალაქო ავიაციის ცნობით, „სქაი ექსპრესი“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასრულებს ათენი – თბილისი – ათენის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 284 858 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც  29%-ით აღემატება ორ ქვეყანას შორის 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (220 776). მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები – „ეგეოსის ავიახაზები“, „სქაი ექსპრესი“ და ვიზ ეარი კვირაში 19 სიხშირით შეასრულებენ.

 

  • No Comments
  • აპრილი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *