19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ავტომანქანის ძველი ნომრების გამოყენების ვადა გახანგრძლივდა
By

ავტომანქანის ძველი ნომრების გამოყენების ვადა გახანგრძლივდა

ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –

სატრანსპორტო საშუალების ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.

„მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის გამო და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

არ შეცვლილა მომსახურების ტარიფი, რომელიც 72 ლარითაა განსაზღვრული, თუმცა ფასიანი ნომრების შემთხვევაში, თანხა განსხვავებულია.

ფასიანი ნომრების შემთხვევაში:

– თუ მოქალაქე იმავეფასიან ნომერში გადაცვლის ნომერს, რაც ადრე ჰქონდა გადახდილი, ჯამში ეს პროცედურა 72 ლარი დაუჯდება (მასში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა), ანუ ნომრის საფასურს ხელახლა არ იხდის.

– თუ უფრო მაღალფასიან ნომერში გადაცვლის, ამ შემთხვევაში ფასებს შორის სხვაობას იხდის და ამატებს მხოლოდ ტექპასპორტის შეცვლის 36 ლარს.

აქამდე, მოქალაქეებს ნომრების შეცვლის ვალდებულება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ.

  • No Comments
  • იანვარი 21, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *