ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო
By

ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოიღეს. ამ გადაწყვეტილებაში საჭიროა გარკვეული კორექტივები შევიდეს, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი დაწესდება, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული.

„ერთ კუბზე – 4,5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს, ასევე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • მარტი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *