
By
ავტოსაგზაო შემთხვევების 6 თვის სტატისტიკა
საქართველოს მასშტაბით, 6 თვეში ჯამში 47 267 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს. აქედან 4 220 შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მოხდა, ხოლო 43 047 – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, შედეგად, 6 თვეში გარდაიცვალა 328 ადამიანი, ხოლო დაშავდა – 5 579.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, თითქმის 62%, თბილისზე მოდის. სტატისტიკის მიხედვით, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დედაქალაქში ავარიების რაოდენობამ 29 135 შეადგინა. შედეგად, თბილისში გარდაიცვალა 78 და დაშავდა 2 404 ადამიანი.