ათასობით მოსწავლე სკოლას ტოვებს, ნაწილი ქვეყნიდან მიდის
By

ათასობით მოსწავლე სკოლას ტოვებს, ნაწილი ქვეყნიდან მიდის

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში კვლავ მაღალია სწავლის მიტოვების მაჩვენებელი – „გასულ წელს მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძირითადი მიზეზი ხშირად არის „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება“, ასევე, მოსწავლის გამოუცხადებლობა და სხვა ადმინისტრაციული საფუძვლები.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში (3434), ქვემო ქართლსა (1371) და აჭარაში (1050).
დოკუმენტი მიუთითებს ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც – „297 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში მიმდინარეობს, მათ შორის, 22 სკოლაში სამცვლიანი რეჟიმია, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების განვითარებაზე“.
ლევან იოსელიანი ასევე, აღნიშნავს, რომ სასკოლო კვების პროგრამა ამ დრომდე არ არის დანერგილი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა სიღარიბის ფონზე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ რეგიონებში – „გალისა და ახალგორის სკოლებში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება“, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.
ანგარიშის მიხედვით, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები კვლავ სისტემურ გამოწვევად რჩება და საჭიროებს დროულ და ეფექტურ რეაგირებას.

  • No Comments
  • აპრილი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *