
აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივებზე იმსჯელეს
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან და საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან გარეტ უორდთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ საზღვაო სასწავლებლის მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრა. სტუმრებმა დაათვალიერეს საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას აძლევს.
პრეზენტაციის შემდეგ, მხარეებმა, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გალერეა


