აკაკი გვიანიძემ გახარიას პარტია დატოვა
By

აკაკი გვიანიძემ გახარიას პარტია დატოვა

„ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას“, – ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა აკაკი გვიანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პედაგოგიურ საქმიანობას გააგრძელებს.

„დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში. დიდი პატივი იყო მემსახურა ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა.

ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკას და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას. ვაპირებ მეტი დრო დავუთმო სწავლის გაგრძელებასა და პედაგოგიურ საქმიანობას.

წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი მართალი საქმისთვის.

ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად.

თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის“, – აცხადებს აკაკი გვიანიძე.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *