
By
ალეკო ელისაშვილი: ვნახოთ, აბა, წარმადგენენ თუ არა მერობის კანდიდატად
გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი აღნიშნული კოალიციისა და გიორგი გახარიას გუნდის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი იქნება, თუმცა თავად ელისაშვილი ამას არ ადასტურებს.
„ვნახოთ, აბა, წარმადგენენ თუ არა მერობის კანდიდატად. ხომ მარტივი გადასამოწმებელია. ორი დღე დაელოდეთ და გაიგებთ, წარმადგენენ, არ წარმადგენენ თუ ვის წარადგენენ საერთოდ. ბევრ კანდიდატურასთან დაკავშირებით არის მსჯელობა,“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.