ალეკო ელისაშვილი: კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი
By

ალეკო ელისაშვილი: კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი

თბილისის მერობის კანდიდატურაზე ოპოზიცის ნაწილი უკვე მსჯელობს. კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთიან კანდიდატურაზე მოლაპარაკებას აგრძელებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათი საერთო კანდიდატი კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი იქნება. ალეკო ელისაშვილის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მზად არის თბილისის მერობისთვის იბრძოლოს. გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ელისაშვილმა დაადასტურა, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე, სხვა კანდიდატებთან ერთად, მისი კანდიდატურაც განიხილება.
„მარტივი ბრძოლა არ გველის. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. კი, ჩვენ საარჩევნო ბრძოლაში შევდივართ. რაც შემეხება მე, თუ მსგავსი გადაწყვეტილება (თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა) იქნება მიღებული, მზად ვარ! არსად თავს არ დავზოგავ! კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი!“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *