ალელიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადაეცა
By

ალელიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადაეცა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ალელიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცა. მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ალელიშვილების 6-შვილიანმა ოჯახმა მერიისგან ჯამში 130-მდე კვმ საცხოვრებელი ფართი და სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა მიიღო.

– ძალიან დიდი ემოციებით ვარ, დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობთ მთავრობისგან. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ასე ზრუნავს მრავალშვილიან ოჯახებზე. ღმერმა ქნას, ბევრი იყოს ასეთი სიკეთე და მრავალშვილიანი ოჯახები, – აღნიშნა დეკონოზმა ევდემოზ ალელიშვილმა.

გიორგი მურვანიძის განცხადებით, მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებულნი და 6 და მეტი შვილი ჰყავთ.

– პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საცხოვრებელი ბინები ჯამში 24 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა. ბათუმის მერია მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს, – განაცხადა გიორგი მურვანიძემ. 

  • No Comments
  • ივლისი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *